FMO-მ ლისი დეველოპმენტს 12 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი გამოუყო

526

კომპანია “ლისი დეველოპმენტმა” ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო. ფინანსური რესურსი მთლიანად მოხმარდება პროექტის “მწვანე ქალაქი ლისზე” განვითარებას და ახალი ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური სისტემების დანერგვას, – აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას კომპანია “ლისი დეველოპმენტი” ავრცელებს.

სასესხო ხელშეკრულებას ხელი 20 დეკემბერს, 11:00 საათზე სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მოწერება. ხელმოწერის ცერემონიას “ლისი დეველოპმენტის” გენერალური დირექტორი, ნოდარ ადეიშვილი და FMO-ს საინვესტიციო ოფიცერი, ეიუინ თიქენსი (Eowyn Teekens) დაესწრებიან.

“ლისი დეველოპმენტს” ჰოლანდიის განვითარების ბანკმა სესხი უკვე მეორედ გამოუყო. პირველი სესხი, რომელიც 15 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, კომპანიამ თითქმის სრულად დაფარა.

“ასეთი ოდენობის ახალი სასეხო რესურსის მოზიდვა ისეთ საერთაშორისო ფიანანსურ ინსტიტუტისგან, როგორიცაა “FMO”, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს უძრავის ქონების ბაზრისა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. ჩვენ ვინარჩუნებთ 80/20 კონცეფიციას და მომავალში ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო დახვეწილ და თანამდროვე არქიტექტურას შევთავაზებთ”, – განაცხადა “ლისი დეველოპმენტის” გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ადეიშვილმა.

Comments
Loading...