Financial Times: Apple-მა ვიზუალური ეფექტების ბრიტანულ კომპანია iKinema იყიდა

8

Apple-მა დაადასტურა, რომ შეისყიდა ვიზუალური ეფექტების ბრიტანული კომპანია iKinema, რომელიც მუშაკბს პროგრამულ უზრუნველყოფებზე, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ჩვეულებრივ ვიდეო ჩანაწერში ადამიანების ანიმაციურ პერსონაჟებად გადაქცევა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

„კომპანია Apple ყიდულობს ხოლმე პატარა კომპანიებს. თუმცა, როგორც წესი ჩვენ არ ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენი მიზნებისა და გეგმების შესახებ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელსაც გამოცემა ავრცელებს.

Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, iKinema შესაძლოა კომპანიას თამაშების შექმნაში დაეხმაროს, ან მისი მეშვეობით სოციალურმა ქსელმა Еmoji-ებს ხელები და ფეხები დაუმატოს.

iKinema ციფრული ანიმაციის შექმნით არის დაკავებული. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ მისი პარტნიორებისა და კლიენტების რიგებში არის ისეთი კორპორაციები, როგორიცაა Microsoft, Tencent, Intel, Nvidia, Disney, Fox, Framestore, Foundry, Sony, Valve, Epic Games და Square Enix.

Comments
Loading...