Fiat Chrysler და Foxconn-ი, ელექტრომობილების ერთობლივ საწარმოს შექმნიან

8

იტალიურ-ამერიკულმა ავტოკონცერნმა Fiat Chrysler Automobiles NV (FCA) უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ტაივანურ Foxconn Technology Group-თან ელექტრომობილების საერთო საწარმოს შექმნის თაობაზე. ამის შესახებ FCA-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახალი საწარმო თავიდან ჩინურ ბაზარზე იქნება კონცენტრირებული.

ამ ეტაპზე მხარეები პირველადი შეთანხმების ხელმოწერის პროცესზე არიან, რაც Fiat-ის თქმით, სამომავლო მოლაპარაკებების საფუძველი გახდება.

FCA-თან ერთობლივი საწარმოს შექმნის მეშვეობით, Foxconn-ი საქმიანობის არეალსაც გააფართოებს და შემოსავალსაც გაზრდის. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. იტალიურ-ამერიკული კომპანიისთვის კი, შეთანხმების წყალობით ელექტრომობილების ჩინური ბაზარი გახდება ხელმისაწვდომი.

Comments
Loading...