FAO-მ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე კარტოფილის მეურნეობაში საველე-სასწავლო ტურს უმასპინძლა

9

FAO-მ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე კარტოფილის მეურნეობაში საველე-სასწავლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიება კარტოფილის მწარმოებელი ფერმერებისთვის, ახალქალაქის ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის პრაქტიკანტი სტუდენტებისთვის გაიმართა.

მონაწილეებმა დაათვალიერეს შპს “მზიანი მოსავალი”-ს 60 ჰექტარზე გაშენებული კარტოფილის მეურნეობა, რომელიც ქართული ჩიფსის – „FRIXX”-ის მწარმოებელ მსხვილ გადამამუშავებელ კომპანიას, შპს “Wellington”-ს ამარაგებს. ღონისძიების მასპინძლებმა სტუმრებს ინფორმაცია გაუზიარეს კარტოფილის წარმოების ყველა ფაზასთან დაკავშირებით, რაც მოიცავდა მიწის ნაკვეთის მომზადებას, თესვას, ირიგაციას, მავნებლებისგან დაცვას, მოსავლის აღებას და მოსავლის აღების შემდგომ ღონისძიებებს.

FAO ორგანიზებას უწევს ფერმერთა სკოლებს, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ფერმერებისთვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, დაწყებულია კარტოფილის, ხორბლის, სიმინდის, კიტრის, ბადრიჯნისა და ჟოლოს სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა დედოფლისწყაროში, ახალქალაქსში, ყაზბეგსა და ლაგოდეხში.

Comments
Loading...