FAO: მსოფლიო ბაზრებზე ხორცის ფასები იზრდება

6

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – სექტემბერში, მცენარეულ ზეთზე გაზრდილი და შაქრის შემცირებული ფასების ხარჯზე სტაბილური დარჩა და 170 ერთეული ქულა შეადგენინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3.3%-ით მეტია.  

უწყვეტად, მეცხრე თვეა იზრდება FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი, აგვისტოსთან შედარებით  მატებამ 0.8% შეადგინა, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ხორცზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩინეთში, ღორის აფრიკული ცხელების ეპიდემიის შედეგად შექმნილი ადგილობრივი პროდუქციის დეფიციტია. ჩინეთი ხორცის და ხორც პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია.

სექტემბერში სტაბილურად უცვლელი იყო FAO-ს მარცვლეულის ფასებიც, ფასების ბალანსი ხორბალზე ფასის ზრდით და სიმინდის ფასების  კლებით შენარჩუნდა. უმნიშვნელოდ შემცირდა ბრინჯს ფასების ინდექსი, რაც პროდუქტზე არსებული არც თუ ისე მაღალი მოთხოვნით იყო განპირობებული, რაც თავის მხრივ, ექსპორტიორ ქვეყნებში, ნიგერიასა და ფილიპინებში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობას უკავშირდებოდა.

მცენარეულ ზეთზე, სექტემბერში, ამ წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, წინა თვესთან შედარებით პროდუქტზე ფასი 1.4%-ითაა გაზრდილი. ზრდის მიზეზი, ჩინეთსა და ინდოეთში პალმის ზეთზე გაზრდილი მოთხოვნა იყო. აღნიშნულმა, ფასის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნებში მცენარეულ ზეთზე გაზრდილმა მოთხოვნამ. მცენარეული ზეთი, ტექნიკურ საწარმოო პროცესში გამოიყენება. რაც შეეხება მზესუმზირის და სოიოს ზეთს, სექტემბერში ორივეს ფასი შემცირებულია.

აგვისტოს შემდგომ 3.9%-ითაა შემცირებული შაქრის ფასების ინდექსი, რასაც რამდენიმე განმაპირობებელი აქვს: პირველი შაქრის უხვი მოსავალი მწარმოებელ ქვეყნებში და მეორე, შემცირებული მოთხოვნა ბრაზილიურ შაქრის ლერწამზე, რომელიც ტექნიკურ საწარმოებში ეთანოლის მისაღებად გამოიყენება.

0.6%-ითაა შემცირებული რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რაც რძის ფხვნილზე გაზრდილი მოთხოვნით და რძის პროდუქტების ფასების (ყველი და კარაქი) კლებადი ტენდენციით აიხსნება.

Comments
Loading...