Facebook-მა, მომხმარებლების ვიდეოს მეშვეობით ვერიფიკაციის ტესტირება დაიწყო

9

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა, ყალბი ანგარიშების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ახალი ინსტრუმენტის ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ თავის Twitter-ზე ექსპერტი მობილური აპლიკაციების საკითხებში ჯეინ მანჩუნ ვონგი წერს.

მის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, Facebook-ს ვიდეო ჩანაწერების მეშვეობით სურს მომხმარებლების ვერიფიკაცია. აღნიშნული ვიდეოები კი თავად მომხმარებლებმა უნდა ჩაწერონ, რათა შემდეგ ვერიფიკაცია გაიარონ.

ექსპერტის მიერ გავრცელებული სქრინშოთების მიხედვით, Facebook-ი მომხმარებლებს მოკლე სელფ-ვიდეოების ჩაწერას შესთავაზებს, რომლებშიც უნდა დააფიქსირონ საკუთარი სახეები ყველა მხრიდან. გავრცელებულ ინფორმაციაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ვინაობის ვერიფიკაციის შემდეგ, ეს ვიდეოები 30 დღის განმავლობაში წაიშლება.

ვონგი აცხადებს, რომ ეს ფუნქცია შესაძლოა სახეების ამოცნობის ტექნოლოგიას დაემატოს, თუმცა ეს დაზუსტებით ჯერ არავინ იცის. თვითონ Facebook-ში კი აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

მაისში, Facebook-მა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშების შექმნის რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა. 2019 წლიდან მოყოლებული, კომპანიამ 2 მილიარდი ასეთი ანგარიში წაშალა.

Comments
Loading...