Facebook-მა კიდევ რამდენიმე ათეული საეჭვო ექაუნთი წაშალა

5

Facebook-მა კიდევ 6 ექაუნთი და 6 გვერდი დაბლოკა, ხოლო მის მფლობელობაში არსებულმა Instagram-მა 14 ექაუნთი, რომლებიც კოორდინირებულ არაკეთილსინდისიერ ქმედებებში იყო ჩართული. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ბლოგზე ვრცელდება.

ამგვარად, ამ ეტაპზე მთლიანობაში წაშლილია Facebook-ის 36 ექაუნთი და 6 გვერდი და Instagram-ის 99 ექაუნთი.

კომპანია აგრეთვე აღნიშნავს, რომ აღნიშნული გვერდების უმრავლესობა 2017 წელს შეიქმნა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კი ფრანგულენოვანი იყო. აგრეთვე, დაბლოკილი გვერდების კონტენტი ძირითადად ეხებოდა ცნობილ ადამიანებსა და ქალებისა და ლგბტ თემის უფლებადამცველებს.

Facebook აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ, ვებ-გვერდმა, რომელიც სავარაუდოდ ინტერნეტ-გამოძიებებთან არის კავშირში, გამოაქვეყნა სია, სადაც ორგანიზაციის მიერ შექმნილი Instagram-ის ექაუნთების სახელები იყო ჩამოთვლილი. მათი უმრავლესობა ახლა უკვე დაბლოკილია.

5 ნოემბერს Facebook-ში 30 ექაუნთი დაიბლოკა, ხოლო Instagram-ში – 85. კომპანიამ მაშინ განაცხადა, რომ დაიწყო იმ ექაუნთების შემოწმება, რომლებიც სავარაუდოდ ინტერნეტ-გამოძიებების სააგენტოსთან, ან სხვა რაიმე ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული.

Comments
Loading...