- Advertisement -

Facebook-მა კანადურ კომპანია Blackberry-ის სასამართლოში უჩივლა

25

ამერიკულმა კომპანიამ Facebook, ჭკვიანი ტელეფონების მწარმოებელი კანადური კომპანია Blackberry-ის წინააღმდეგ, სან-ფრანციკოს ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საჩივრის შეტანის მიზეზი კი საპატენტო უფლებების დარღვევა გახდა.

Faceboоk-ის მიერ შეტანილი საჩივარი 6 პატენტს ეხება, რომლებიც ხმოვანი შეტყობინებების გადაცემასთან არის კავშირში. Blackberry-ს, მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Faceboоk-ი Blackberry-ს ტექნოლოგიების ქურდობაში სდებს ბრალს. მარტში, ამერიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ კანადური Blackberry უკანონოდ იყენებდა შეტყობინებების მიწოდების ტექნოლოგიას. Faceboоk-მა კანადურ კომპანიას აგრეთვე ბრალი დასდო საავტორო ვიდეოების უფლებების დარღვევაში ვიდეო, აუდიო და გრაფიკული კონტენტის მიწოდების სფეროში.

მაშინ კანადურმა კომპანიამ, თავის მხრივ, მარტში კალიფორნიის სასამართლოს Faceboоk-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და კომპანიას ბრალი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევაში დასდო. Blackberry-ის მოსაზრებით, მარკ ცუკერბერგის მფლობელობაში არსებულმა სოციალურმა ქსელებმა, მისი ინოვაციები მიითვისა.

Comments
Loading...