Facebook-ი, მონაცემების გაჟონვის გამო, რეკორდული 5 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის

5

Facebook-ი, მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გაჟონვის გამო, რეკორდული – 5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ჯარიმას გადაიხდის. წინა რეკორდი კი კომპანია Google-ს ეკუთვნის, რომელმაც საძიებო სისტემის კონფიდენციალობის პოლიტიკის დარღვევისთვის 22,5 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა ჯარიმის სახით.

შეთანხმებას, რომელიც გაფორმებულია რეგულატორსა და სოციალურ ქსელს შორის, მხარი FTC-ის 5 წევრიდან სამმა დაუჭირა, იგი 20 წელიწადზე არის გათვლილი. შეთანხმების მიხედვით, Facebook-ი გადახედავს თავის პოლიტიკას პერსონალური მონაცემების შესახებ და შეზღუდავს კომპანიის დამაარსებლისა და გენერალური დირექტორის მარკ ცუკერბერგის უფლებამოსილებებს. ჯარიმა, რომელსაც კომპანია გადაიხდის, 2018 წლის მოგების 9%-ს შეადგენს.

ცუკერბერგმა თავის Facebook გვერდზე განმარტა, რომ კომპანიაში დაარსდება სპეციალური კომიტეტი, რომელიც შეამოწმებს, თუ როგორ მართავს სოციალური ქსელი მომხმარებლების მონაცემებს. პლატფორმაზე საჭირო ტექნიკურ ცვლილებებს ბევრი დრო სჭირდება და მასზე ასობით ინჟინერი და 1000-ზე მეტი სხვა თანამშრომელი იმუშავებს. ამის გამო, სოციალური ქსელისთვის ახალი პროდუქციის შემუშავების პროცესი ახლა შენელდება. ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ ყველა ეს მოთხოვნა სცდება აშშ-ის კანონმდებლობას.

„მიზეზი, რატომაც მე მათ მხარს ვუჭერ, არის ის, რომ მიმაჩნია, რომ ეს შეამცირებს შეცდომების რაოდენობას, რასაც ჩვენ ვუშვებთ და დაგვეხმარება, მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციისთვის უფრო ეფექტიანი დაცვა უზრუნველვყოთ“, – წერს ცუკერბერგი.

Comments
Loading...