Facebook-ი არ წაშლის მომხმარებლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ჰოლოკოსტი არ ყოფილა

100

სოციალური ქსელი Facebook-ი არ წაშლის იმ მომხმარებლების შეტყობინებებს, რომლებშიც ჰოლოკოსტი უარყოფილი იქნება. ამის შესახებ მარკ ცუკერბერგი აცხადებს.

"მე ებრაელი ვარ და ბევრი ადამიანია, ვინც უარყოფს, რომ ჰოლოკოსტი მოხდა. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. მაგრამ, ბოლო-ბოლო, არ მჯერა, რომ ჩვენმა პლატფორმამ ასეთი რაღაცები უნდა წაშალოს და მიმაჩნია, რომ არის რაღაცები, რომლებსაც სხვადასხვა ადამიანები არასწორად აღიქვამენ", – აცხადებს ცუკერბერგი.

მისი თქმით, ისინი, ვინც ჰოლოკოსტს უარყოფენ, შეიძლება თვითონ ვერ აცნობიერებდნენ, რომ ცდებიან. ცუკერბერგის მოსაზრებით, არასწორი მიდგომა იქნება, რომ ასეთი მომხმარებლები წაიშალოს სოციალური ქსელიდან, მიუხედავად იმისა, ცდებიან ისინი, თუ არა.

მისი თქმით, Facebook-ში კონტენტის გამო, იმის გამო, რომ ვინმე რაიმეს არ ეთანხმება, ან შეურაცხყოფად იღებს ამას, დაბლოკვა არ შეიძლება. ცუკერბერგი ამბობს, რომ ეს არ ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მომხმარებლები სპეციალურად ცდილობენ ვინმესთვის ზიანის მიყენებას.

Comments
Loading...