- Advertisement -

Facebook-ის ყოველთვიურმა აუდიტორიამ 2 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა

9

კომპანიამ Facebook გამოაქვეყნა მესამე კვარტლის ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოციალური ქსელის ყოველთვიურმა აუდიტორიამ 2,27 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 10%-ით გაზრდილი ციფრია.

აგრეთვე, კომპანიის მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 9%-ით არის გაზრდილი სოციალური ქსელის ყოველდღიური აუდიტორიის მაჩვენებელი – 1,49 მილიარდი მომხმარებელი. მთლიანობაში, ყოველთვიურად, Facebook-ის აპლიკაციებით – Facebook Messenger, WhatsApp და Instagram, 2,6 მილიარდი, ხოლო ყოველდღიურად – 2 მილიარდი ადამიანი სარგებლობს.

მობილური მოწყობილობების რეკლამებიდან შემოსავლებმა 135 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო 2017 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 101 მილიონი აშშ დოლარი იყო.

2018 წლის მესამე კვარტალში, სოციალური ქსელის ხარჯებმა 3,34 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანია, მთლიანობაში 41,21 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფულად აქტივებსა და ფასიან ქაღალდებს ფლობს, ხოლო კომპანიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 33 ათასს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 45%-ით აღემატება.

Comments
Loading...