Facebook-ის მუშაობაში ხარვეზები დაფიქსირდა

8

სოციალურ ქსელ Facebook-ის მუშაობაში ხარვეზები დაფიქსირდა. ამის შესახებ პორტალი Downdetector წერს.

შესული ჩივილების 50%-ის თანახმად, სოციალური ქსელი სრულად გათიშული იყო, კიდევ 33% აღნიშნავს, რომ ვერ ახერხებენ ავტორიზაციას, ხოლო დარჩენილი 17%-ის ინფორმაციით, პრობლემები არის სოციალური ქსელის შიდა აპლიკაციების ფუნქციონირებაში.

Downdetector-ში მთლიანობაში 1,2 ათასზე მეტი საჩივარი შევიდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჩივრები ძირითადად შევიდა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროდან, მექსიკიდან და კანადიდან.

აქამდე, ბოლოს, სოციალურ ქსელ Facebook-ის მუშაობაში შეფერხებები 8 ნოემბერს დაფიქსირდა.

Comments
Loading...