Facebook-ის თანამშრომელს მოპარეს მყარი დისკი, რომელზეც მისი 29 000 კოლეგის მონაცემები იყო ჩაწერილი

12

უცნობმა პირებმა, Facebook-ის თანამშრომელს, ავტომობილიდან მოპარეს მყარი დისკი, რომელზეც მისი 29 ათასი თანამშრომლის პირადი მონაცემები იყო ჩაწერილი. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

კომპანიის თანამშრომლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი 17 ნოემბერს მოხდა, შემთხვევის შესახებ წერილი 13 დეკემბერს მიიღეს. როგორც სააგენტო იუწყება, აღნიშნულის შესახებ, სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ, ქურდობიდან სამი დღი8ს გასვლის შემდეგ შეიტყვეს.

მყარ დისკზე ინახებოდა თანამშრ9ომლების ვინაობა, ანგარიშის ნომრები, სოციალური დაზღვევის ნომრის ბოლო ოთხი ციფრი, აგრეთვე ინფორმაცია ბონუსებისა და ჰონორარების შესახებ.

კომპანიის პრესმდივნის განცხადებით, მოპარული მონაცემები იმ თანამშრომლებს ეკუთვნის, რომლებიც კორპორაციაში 2018 წელს მუშაობდნენ.

Facebook-მა, მომხდართან დაკავშირებით პოლიციას მიმართა. კომპანიის ინფორმაციით, მოპარული მონაცემების ექსპლუატაციის შესახებ მტკიცებულებები არ ფიქსირდება. სოციალური ქსელის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ საუბარია ინფორმაციის არა მიზანმიმართულ მოპარვაზე, არამედ ჩვეულებრივ, რიგით დანაშაულზე.

სოციალური ქსელის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომელმა, ოფისის ფარგლებს გარეთ მყარი დისკი არ უნდა გაიტანოს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ უკვე მიიღო დისციპლინური ზომები.

Comments
Loading...