Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხება მოხდა

11

სოციალურ ქსელებში Facebook და Instagram მასშტაბური შეფერხება მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ სრულად არ არის ხელმისაწვდომი სიახლეების ზოლი, ვერ შედიხარ საკუთარ გვერდზე, აგრეთვე პრობლემები აქვს აპლიკაციების ვებ-ვერსიებს და მომხმარებლები ერთმანეთს ვერ ეკონტაქტებიან მესენჯერის მეშვეობით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრობლემები შეიქმნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით: დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, გერმანია, პოლონეთი, ესპანეთი, რუსეთი, საქართველო, ნიუ-იორკი, შვეიცარია, ფინეთი, გერმანია, ავსტრია, სერბეთი, საბერძნეთი, ფილიპინები, ავსტრალია, აგრეთვე ბრაზილია და არგენტინაც. ხარვეზების გამო მხოლოდ Downdetector-ს 3,6 ათასმა მომხმარებელმა მიმართა.

აქამდე, ბოლოს მასშტაბური ხარვეზები სოციალურ ქსელს 12 ნოემბერს დაუფიქსირდა. მაშინ მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით 1,2 ათასმა ადამიანმა განაცხადა. აგრეთვე ბევრი ხარვეზი ფიქსირდებოდა Instagram-თან დაკავშირებით, რაც ნოემბრის დასაწყისში მოხდა.

Comments
Loading...