Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა

3

Instagram-ისა და Facebook-ის მომხმარებლები იტყობინებოდნენ, რომ სოციალური სელების მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Instagram-ის მომხმარებლების 58%-მა განაცხადა, რომ პრობლემა აქვს სიახლეების ლენტასთან დაკავშირებით, 33%-მა განაცხადა, რომ ვერ ახერხებდნენ სოციალური ქსელის დატოვებას, ხოლო 8%-ის თქმით, ვერ ხსნიდნენ ვებ-გვერდს.

სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ძირითადად მოიცვა ლონდონი, პარიზი, ლისაბონი, მონრეალი, ტორონტო, ნიუ იორკი, მაიამი და ლოს-ანჯელესი.

Facebook-ის მუშაობასთან დაკავშირებით კი ძირითადად პრობლემები იყო აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მექსიკაში, ბრაზილიაში და სიდნეიში. მათაგან 80% აღნიშნავდა, რომ მთლიან ვებ-გვერდს ჰქონდა ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემები, ხოლო 20%-ის თქმით, ვერ ახერხებდნენ სოციალური ქსლის დატოვებას.

აქამდე გლობალური შეფერხება სოციალური ქსელების ფუნქციონირებაში ბოლოს 13 ნოემბერს დაფიქსირდა.

Comments
Loading...