Ethereum-ის ფასი თვის განმავლობაში 32%-ით დაეცა

11

5 თებერვალს, Ethereum-ის ფასი 107 აშშ დოლარამდე დაეცა. გასულ თვეს კი კრიპტოვალუტა 32%-ით გაიაფდა.

5 იანვარს იგი ბაზარზე 158 აშშ დოლარიანი ნიშნულით იყიდებოდა. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ახლო მომავალში კრიპტოვალუტის ფასმა შესაძლოა ისევ აიწიოს.

ამისათვის, Ethereum-ის კურსმა უნდა გადალახოს 109 აშშ დოლარის ნიშნული, რის შემდეგაც მორიგი მნიშვნელოვანი ზონა 110 აშშ დოლარიანი ნიშნული იქნება. იმ შემთხვევაში, თუკი Ethereum-ი ვერ მოახერხებს გაჩერდეს 107 აშშ დოლარზე მაღლა, მისი ღირებულება მკვეთრ ვარდნას დაიწყებს.

Comments
Loading...