Essilor-ი Ray-Ban-ის მარკის სათვალეების მწარმოებელ კომპანიას 24 მილიარდ დოლარად შეისყიდის

638

ფრანგული კომპანია Essilor International, რომელიც ლინზებსა და ოფთალმოლოგიურ აღჭურვილობას აწარმოებს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს, სათვალეების მწარმოებელ კომპანია Luxottica Group-ს შეისყიდის. აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გარიგების ღირებულება 24 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. Bloomberg-ის ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Luxottica-ს აქციები 15%-ით გაიზარდა, ხოლო Essilor-ის – 19%-ით.

აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს Luxottica-ს დამფუძნებელმა და საკონტროლო პაკეტის მფლობელმა ლეონარდო დელ ვეჩიომ დაუდასტურა. იგი ახალ კომპანიას ისევე წარმართვას, როგოც კომპანია Essilor-ის დირექტორი გუბერტ საგნიერსი.

კომპანია Luxottica ისეთი ბრენდის სათვალეების, როგორიცაა Ray-Ban, Oakley, Oliver Peoples, Persol და სხვა. ამასთან, კომპანია აწარმოებს ისეთი მოდის სახლების სათვალეების ჩარჩოებს, როგორებიცაა D&G, Chanel, Prada, Armani, Burbery და Versace. კომპანია აგრეთვე Sunglass Hut-ის მაღაზიების ქსელის მფლობელია.

Comments
Loading...