EMIS-ი იწყებს სოციალურ კამპანიას – “ინფორმაციული უსაფრთოხება ონლაინ განათლებაში”

24

21 მაისიდან, საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, იწყებს სოციალურ კამპანიას ,,ინფორმაციული უსაფრთოხება ონლაინ განათლებაში’’.

დღეს, განსაკუთრებით აქტუალური გახდა დისტანციური მუშაობისა და სწავლების კულტურა. აქედან გამომდინარე, ადამიანებს უფრო მეტი დროის გატარება უწევთ ციფრულ ტექნოლოგიებთან და იზრდება ელექტრონული სერვისების გამოყენება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდნენ, რა საფრთხეები არსებობს ონლაინ სივრცეში და როგორ უნდა გაუმკლავდნენ მათ.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სოციალურ გვერდსა

https://www.facebook.com/emis.ge/ და ვებ-გვერდზე https://www.emis.ge/ განთავსდება ონლაინ უსაფრთხოების თემატიკაზე ბანერები, პოსტები და ანალიტიკური სტატიები, რაც დაეხმარება მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს დისტანციური სწავლების პროცესშიც.

შემაჯამებელი, პირველი ონლაინ შეხვედრა მაისის ბოლოს, ხოლო ყოველი მომდევნო შეხვედრა თვეში ერთხელ ჩატარდება, სადაც EMIS-ის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი, ახსნის და განიხილავს ყველა იმ საკითხს, რაც ონლაინ სწავლების პროცესში ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მომხარებლებმა უნდა იცოდნენ.

ასევე, მომზადდება და განთავსდება ელექტრონულ-საგანმანათლებლო რესურსები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ამ თემით დაინტერესებული ყველა პირისთვის.

შეხვედრები და საკითხები წინასწარ, EMIS-ის სოციალური გვერდის მეშვეობით დაანონსდება.

Comments
Loading...