Ecom Box-ი და Ecom Cool-ი – ვირუსებისგან უსაფრთხო მაცივრები და სათავსოები საკვები პროდუქტებისთვის თქვენს სახლებში

17

კოვიდ 19-ის პანდემიის შემდეგ, მსოფლიო სრულიად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. სამედიცინო დანიშნულების აქსესუარები და პრეპარატები, რომელთა არსებობა  წლების განმავლობაში არც კი გვახსენდებოდა, ჩვენი ყოველდღიური მოხმარების ნივთებად იქცა. დღეს სადეზინფექციო საშუალებები და ნიღბები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია მსოფლიოში. კორონავირუსთან თანაცხოვრებამ ამ აქსესუარების კიდევ უფრო მეტად დახვეწის და სრულყოფის მოთხოვნა გააჩინა.

ქართულ ბაზარზე ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლის ახალი საშუალება გამოჩნდა – პატარა, კომპაქტური მოწყობილობები, რომლებიც თქვენს გარშემო, სახლში, სამსახურში, ავტომობილებში მავნე მიკრობებს, ბაქტერიებს და რაც მთავარია, ვირუსებს გააქრობს.

ეს მოწყობილობები იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს და უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყოველდღიური მოხმარების ნივთებად იქცა. დაცვის ამ საშუალებებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ფრინველის გრიპის და ყველა საშიში პანდემიური ინფექციის პრევენციისთვის.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწყობილობები ახალ ტექნოლოგიებში გახლლავთ სხვადასხვა სათავსოების, კარადების, საკვები პროდუქტების შენახვისთვის განკუთვნილი  Ecom Box და Ecom Cool.

კოვიდ 19-ის გავრცელების ერთ-ერთი წყარო საკვები და დაბინძურებული პროდუქტი აღმოჩნდა. Ecom Box და Ecom Cool შექმნის ვირუსებისგან სუფთა და უსაფრთხო სივრცეს თქვენს საოჯახო მაცივრებში და სათავსოებში.

ეს ორი მოწყობილობა უშუალოდ მაცივრებში და პროდუქტების შესანახ სათავსოებში მონტაჟდება და სრულად კლავს ბაქტერიებს და მავნე მიკრობებს, აქრობს უსიამოვნო სუნს. ხელსაწყოს ორმაგი მოქმედების ეფექტი აქვს – დეზინფექციასთან ერთად დეზდორაციის ფუნქციასაც ასრულებს.

იაპონიის საკვები პროდუქტების კვლევის ლაბორატორიის მიერ წარმოებული ანალიზების თანახმად დასტურდება, რომ ClO2-ის ზემოქმედებით ქრება რვა ძირითადი მავნე სუნი: ამიაკის – ტუალეტში არსებული ფეკალიების სუნი, გაფუჭებული ხორცის სუნი; მეთილმერკაპტანის (მეთანთიოლის) – გაფუჭებული ბოსტნეულის სუნი; მეთილის სულფიდის – გაფუჭებული ბოსტნეულის სუნი; გოგირდწყალბადის – ტუალეტში არსებული ფეკალიების სუნი, გაფუჭებული კვერცხის სუნი, გაფუჭებული ბოსტნეულის სუნი; ტრიმეთილამინის – გაფუჭებული თევზის სუნი; წყალბადის დისულფიდის – გაფუჭებული ბოსტნეულის სუნი; სტიროლების -დამწვარი პლასტიკური მასალების სუნი; აცეტალდეჰიდის – სიგარეტის სუნი. ECOM Cool-ს აქვს შეზღუდვა, არ მოქმედებს მაცივრის საყინულეებში.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალი ტექნოლოგიის გამოყენება მარკეტებში, საკვები პროდუქტით მოვაჭრე მაღაზიებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში: რესტორნებში, ბარებში, კაფეებში, დაწესებულებების სასადილოებში, სამზარეულოებში… ბევრ ქვეყანაში უკვე ინერგება ECOM-ის პროდუქცია კვების უსაფრთხოებისთვის.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რამდენად უსაფრთხოა ახალი ტექნოლოგია, როდესაც საქმე ისეთ სენსიტიურ პროდუქტებს ეხება, როგორიც საკბევია. Ecom-ის პროდუქცია არათუ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა ნორმას, არამედ ეს მისი ტექნოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი და უნიკალური თვისებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილი სტანდარტებით, ჰაერში ქლორის უსაფრთხო კონცენტრაციის დასაშვები ნორმა 0.1 ppm-ს (part per million-ნაწილაკის მემილიონედი) შეადგენს, ხოლო Ecom-ის პროდუქტებიდან მისი გამოყოფის კონცენტრაცია 0.017 ppm-ია, რაც, როგორც ხედავთ, დასაშვებ ნორმასთან შედარებით ხუთჯერ და კიდევ უფრო მეტად ნაკლებია; ჩვილი ბავშვებისთვისაც კი სრულიად უსაფრთხოა! გარდა ამისა, აბსოლუტურად უსუნოა და პირიქით, ყველა უსიამოვნო სუნს სპობს, იქნება ეს ტუალეტის სუნი, საჭმლის ნარჩენების, ლპობის, სხვადასხვა გამონაბოლქვების თუ სიგარეტის კვამლის.

Ecom-ს გავლილი აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უსაფრთხოების A1 ტესტი, ეს სისტემაში უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონეა. გარდა ამისა, ის სერტიფიცირებული და რეგისტრირებულია მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ოფიციალური მარეგულირებელი ორგანოების მიერ, აშშ-ს, იაპონიის, სინგაპურის და ა.შ.

კიდევ უფრო დაწვრილებით ECOM Car-ი შესახებ ნახავთ პორტალზე: dp.ge, სადაც გამოყენების წესებს, პროდუქტის დამატებით სიკეთეებს, რეკომენდაციებს, გამოხმაურებებს და საერთაშორისო გამოცდილებას უფრო დაწვრილებით გაეცნობით და სულ მალე შეძენასაც შეძლებთ.

Comments
Loading...