Disney Netflix-თან კონკურირებას იწყებს, ანალიტიკოსები აქციების ყიდვას გვირჩევენ

78

"freedom finance"-ის ექსპერტების შეფასებით, ფასიანი ონლაინ კინოთეატრების გახსნა Disney-ის ბიზნესის ზრდას დაეხმარება. ისინი გვირჩევენ კომპანიის აქციების ყიდვას, რომელიც Netflix- სთან კონკურირებას გეგმავს. Disney -ის აქციები შესაძლოა 19.3% -ით გაიზარდოს.

უოლტ დისნეის კომპანიამ 2018 წლის მეორე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა.შედეგების მიხედვით, მოგემა 2.95 მილიარდი დოლარი შეადგინა ან ერთ აქციაზე 1.87 დოლარი. ეს მაჩვენებლები ოდნავ იმაზე უარესი იყო, ვიდრე ამას ელოდებოდნენ, მაგრამ კომპანიას აქვს კარგი პერსპექტივები ფოქსის აქტივების შესყიდვის ფონზე, განაცხადა საინვესტიციო კომპანია "freedom finance"-ის ანალიტიკოსმა, ალენ საბიტოვმა.

კონგლომერატის შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 7% -ით გაიზარდა, წლიური თვალსაზრისით – 15.23 მილიარდ დოლარამდე, რაც, ძირითადად, ახალი ფილმების გამოშვების წყალობით. ფილმების "The Avengers" და "The Incredibles-2" წარმატებული გაქირავების გამო, სეგმენტის შემოსავლები სტუდიური ფილმების წარმოებაზე 20% -ით გაიზარდა, რაც კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე  მაღალი მაჩვენებელია. 

თუმცა, კომპანიის ძირითადი შემოსავლების სეგმენტი – სატელევიზიო ქსელი, რომელიც მოიცავს ABC, ESPN და Disney- ს, შემოსავლების შემცირება აჩვენა, საერთო შემოსავლების 5%-იანი ზრდის მიუხედავად.  
 

Comments
Loading...