Deutsche Bank-მა რუსული რუბლი ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ ვალუტად დაასახელა

8

Deutsche Bank-ის მიერ ჩატარებული გაცვლითი კურსის ქცევითი წონასწორობის მეთოდიკით (Behavioral Equilibrium Exchange Rate, BEER) შეფასების მიხედვით, რუსული რუბლი ყველაზე დაუფასებელ სამ მსოფლიო ვალუტაში შედის.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსული რუბლი 15%-ით სუსტია თავის “სამართლიან კურსზე”. ამის შესახებ ეკონომისტი კრისტიან ვეტოშკი წერს. ანალიტიკოსი რუსული რუბლის გამყარებას დოლარზე 60 რუბლამდე აანონსებს. ბოლოს, რუსული ვალუტა აღნიშნულ დონეზე, რუსი მილიარდერებისა და მათი კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებამდე 2 დღით ადრე, 4 აპრილს იყიდებოდა.

Deutsche Bank-ის ამ მოდელმა სულ 31 ვალუტა მოიცვა – 10 გადაჭარბებულად შეფასებული, ხოლო 21 – დაუფასებელი. რუბლის გარდა, ანტილიდერებში მოხვდა თურქული ლირა (-46,2%) და კოლუმბიური პესო (22,2%). ზედმეტად ძლიერ ვალუტებში კი შევიდა ჩეხური კრონა, სამხრეთ კორეული ვონი, ტაილანდური ბატი, დოლარი და შვეიცარული ფრანკი. დოლარი, მათი პროგნოზით დაახლოებით 7%-ით ზედმეტად არის შეფასებული.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, რუბლს ხელს უწყობს რიგი ფაქტორები: ცენტრალური ბანკის პოზიცია, მაღალი რეალური ღირებულება და სავალუტო რეზერვები და სხვა.

Comments
Loading...