Danske Bank რუსეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ბაზარს ტოვებს

4

Danske Bank-ი, რომელსაც ესტონეთმა ბრალი დასდო ფულის გათეთრებაში, ტოვებს რუსეთისა და ბალტიის ქვეყნების – ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის ბაზრებს. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას თავად საკრედიტო ორგანიზაცია ავრცელებს.

Danske Bank-ის ესტონური განყოფილების წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. იგი ეხება ბანკის მუშაობას 2007-დან 2016 წლამდე პერიოდში. ამ პერიოდში, საკრედიტო ორგანიზაციის ფილიალის გავლით გავიდა 230 მილიარდი აშშ დოლარი რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან. როგროც თავად ბანკი აცხადებს, ამ თანხის დიდი ნაწილი საეჭვოა. აშშ-მა, დანიამ და ესტონეთმა ამ საქმის გამოძიება დაიწყო, ხოლო Danske-ს გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობი დაკარგეს.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Danske, თავის სტრატეგიულ გეგმასთან შესაბამისად, აპირებდა სკანდინავიის ქვეყნების მთავარ ბაზრებზე ფოკუსირებას. ამასთან დაკავშირებით, ბანკი განიხილავდა თუ როგორ ემუშავა სამომავლოდ ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუსეთის ბაზრებზე. ახლა კი ამ სამუშაოების შეწყვეტა გადაწყდა.

Danske Bank დანიის უმსხვილესი ბანკია, რომლის შტაბბინა კოპენჰაგენში მდებარეობს. ეს აგრეთვე ჩრდილო ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი წამყვანი ბანკია. მისი ფილიალები მუშაობს მსოფლიოს 14 ქვეყანაში. სკანდალის გამო, ბანკმა თავისი საბაზრო კაპიტალიზაციის თითქმის 50% დაკარგა. ახლა მისი კაპიტალი დაახლოებით 18 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Comments
Loading...