Coin Dance-ის კვლევა: ბიტკოინის გამოყენება 111 ქვეყანაში სრულად ლეგალურია

26

პორტალ Coin Dance-ის კვლევის მიხედვით, ბიტკოინი სრულად ლეგალურია მინიმუმ 111 ქვეყანაში. იმ 20 ქვეყანას შორის, რომლებიც ლიდერობენ ციფრული ფულით ვაჭრობის ბაზარზე, მხოლოდ სამმა არ აღიარა კრიპტოვალუტა ლეგალურად.

მე-18-ე ადგილი უჭირავს ვიეტნამს. იქ ბიტკოინის გამოყენება, როგორც საგადასახადო ვალუტა, აკრძალულია, დაშვებულია მხოლოდ მონეტის შენახვა და მისით ვაჭრობა. რეიტინგის მე-15-ე ადგილი ნიგერიაა. ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ არ ჩამოყალიბებულა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. მე-10-ე ადგილზეა ინდონეზია, სადაც ციფრულ ფულს შეზღუდული სტატუსი აქვს.

კრიპტოვალუტა არალეგალურად არის აღიარებული 10 ქვეყანაში: ავღანეთში, ალჟირში, ბანგლადეშში, ბოლივიაში, პაკისტანში, ყატარში, მაკედონიაში, საუდის არაბეთში, ვანუატუში და ვიეტნამში. ბიკტოინმა შეზღუდული სტატუსი მიიღო 9 იურისდიქციაში, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთში.

Comments
Loading...