CNBC: Apple-მა უპილოტო ავტომობილების განყოფილებიდან 200 თანამშრომელი გაათავისუფლა

9

ამერიკულმა კომპანიამ Apple, განყოფილებიდან, რომელიც უპილოტო ავტომობილის შექმნაზე მუშაობდა, 200-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. ამის შესახებ CNBC იუწყება.

კომპანიის წარმომადგენლობა გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა არ აკონკრეტებს გათავისუფლებულების რაოდენობას. მათი თქმით, ზოგიერთი მათგანი კომპანიის სხვა განყოფილებაში გადავა.

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერში, კომპანიას მინიმუმ 66 სატრანსპორტო საშუალება ჰქონდა შემუშავებული, რომელთა ტესტირების ნებართვა კალიფორნიაში გაიცა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი პირველი ავარიის შესახებ, რომელიც კომპანიის უპილოტო მანქანას მოუვიდა. ავარია გასული წლის 26 აგვისტოს მოხდა, Apple-ის ავტომობილი, რომელიც სხვა ხაზში უნდა გადასულიყო, ელექტრომობილს Nissan Leaf შეეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

Comments
Loading...