Business Insider-მა 2019 წლის საუკეთესო ჭკვიანი ტელეფონების რეიტინგი გამოაქვეყნა

11

ამერიკულმა გამოცემამ Business Insider, ფასებისა და ფუნქციების მიხედვით საუკეთესო ჭკვიანი ტელეფონების რეიტინგი შეადგინა.

პირველ ადგილს ტოპ-20-ეულში იკავებს სმარტფონი OnePlus 7T, რომელიც 600 აშშ დოლარი ღირს. ექსპერტებმა მოწყობილობის უპირატესობად დაასახელეს Android-ის უბრალო ოპერაციული სისტემა, ლამაზი დიზაინი, კამერა, რომელსაც სამი ობიექტივი აქვს, თითის ანაბეჭდების ზუსტი გადამცემი და სახის ამომცნობი.

რეიტინგის მეორე ადგილს კი iPhone 11 იკავებს, რომელიც 700 აშშ დოლარი ღირს. აღნიშნულ მოდელს აქვს 6,1 დუიმის ეკრანი, ძლიერი პროცესორი.

მესამე ადგილზეა OnePlus 7 Pro, რომელიც 670 აშშ დოლარი ღირს. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ჭკვიანი ტელეფონი ყურადღებას იქცევს ძლიერი პროცესორით, დიზაინით, თითის ანაბეჭდის გადამცემის სწრაფი მუშაობით.

ხუთეულში აგრეთვე მოხვდა ორი ჭკვიანი ტელეფონი Google-სგან: Pixel 3a და Pixel 3a XL. როგორც Business Insider-ი აღნიშნავს, ისინი გამოირჩევა მსუბუქი კორპუსით და ღირებულებით, რომელიც 400 აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, აგრეთვე აღნიშნულია მისი მინუსები, რაც ცუდი კამერა და წყალგამძლეობის არქონაა.

გარდა აღნიშნულისა, 2019 წლის საუკეთესო ჭკვიანი ტელეფონების რეიტინგში ექსპერტებმა შეიყვანეს Samsung Galaxy S10e, iPhone XR, Samsung Galaxy S10, Samsung Galaxy Note 10 Plus и Galaxy S10 Plus, აგრეთვე iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max.

აქამდე კომპანიამ Apple ჭკვიანი ტელეფონის სამი ახალი მოდელი წარადგინა: iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max. iPhone 11 ხელმისაწვდომია მეხსიერების სამნაირი მოცულობით: 64, 128 და 256 გეგაბაიტი.

Comments
Loading...