- Advertisement -

Business Insider-ის ევროპის ყველაზე ძლიერი არმიის რეიტინგში პირველი ადგილი რუსეთმა დაიკავა

10

გამოცემამ Business Insider ევროპის ყველაზე ძლიერი 25 არმიის რეიტინგი შეადგინა, რომელშიც რუსეთმა პირველი ადგილი დაიკავა. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო ისეთი ფაქტორები, როგორიც არის სამხედროების რაოდენობა, ტექნიკა და ავიაცია, აგრეთვე ქვეყნის თავდაცვისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთს 3,5 მილიონზე მეტი სამხედრო ჰყავს, აგრეთვე თითქმის 4 ათასი თვითმფრინავი, 20 ათასზე მეტი ტანკი და 350 ხომალდი. რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტს კი Business Insider-ი 47 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს.

მეორე ადგილს საფრანგეთი იკავებს 388 ათასი სამხედროთი, 1,2 ათასზე მეტი თვითმფრინავით, 400-ზე მეტი ტანკით და 100-მეტი ხომალდით. მესამე ადგილზე კი დიდი ბრიტანეთი გავიდა 800-ზე მეტი თვითმფრინავით, 200 ტანკით, 70 ხომალდით და 279 ათასი სამხედროთი. ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი კი 50 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

ათეულში აგრეთვე მოხვდა თურქეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, საბერძნეთი და უკრაინა. ბოლო ადგილზე ბელგია გავიდა, რომელსაც 38 ათასზე ცოტათი მეტი სამხედრო, 160-ზე მეტი თვითმფრინავი, 17 გემი და არცერთი ტანკი არ ჰყავს. ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი კი ცოტათი აღმატება 5 მილიარდ აშშ დოლარს.

Comments
Loading...