BTA ბანკის ყოფილ პრეზიდენტს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

9

ყაზახეთის სასამართლომ BTA ბანკის ყოფილ პრეზიდენტს მუხთარ აბლიაზოვს, რომელსაც ბრალად ედება თავისი ყოფილი პარტნიორის ერჟან ტატიშევის მკვლელობაში ედება ბრალი, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტატიშევი 2004 წელს მოკლეს. მისი მკვლელობისთვის კი ბიზნესმენი მურათხან თოქმადი გაასამართლეს. თუმცა, მოგვიანებით თოქმადიმ განაცხადა, რომ ტატიშევს აბლიაზოვის ბრძანებით ესროლა, რათა ბანკის კონტროლი მთლიანად ხელში ჩაეგდო.

2017 წლის ივნისში, ალმათის სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამნაშავედ სცნო კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებაში, ფულის გათეთრებაში, ქონების გაფლანგვაში და კიდევ სხვა უკანონო ქმედებებში. 2018 წლის მარტში კი, აბლიაზოვის მიერ შექმნილი „ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანი“ ქვეყანაში ექსტრემალურად გამოაცხადეს.

იგი რამდენიმე წლის განმავლობაში საფრანგეთში იმალებოდა, მის ექსტრადიციას კი ყაზახეთი და რუსეთი ცდილობს. პარიზი უარს აცხადებს მის გადაცემაზე და აღნიშნავს, რომ ეს ამბავი პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

Comments
Loading...