Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა, აგვისტოდან მოყოლებული პირველად, 63 აშშ დოლარს გადააჭარბა

3

Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ფასმა, 1 აგვისტოდან მოყოლებული პირველად, ბარელზე 63 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამაზე ლონდონის საფონდო ბირჟა ICE-ს მონაცემები მოწმობს.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 63,12 აშშ დოლარს 04:09 საათზე მიაღწია. 9:22 საათზე კი მისი ღირებულება კვლავ ქვემოთ ჩამოვიდა და ბარელზე 62,79 აშშ დოლარი შეადგინა.

ბოლოს, აღნიშნული მარკის ნავთობი ამ ღირებულებით თვის დასაწყისში იყიდებოდა.

ფიუჩერსების ფასის მომატებას კი საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას უკავშირებენ. მისი ადგილი კი სამეფო ოჯახის წევრმა პრინცმა აბდულაზიზმა დაიკავა.

ინვესტორებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად გამკაცრდება სამეფოს პოლიტიკა ნავთობის მოპოვების საკითხთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობის ფასი მოიმატებს.

როგორც Bloomberg-ი წერდა, ყოფილი მინისტრი თანამდებობიდან იმ მიზეზით გადააყენეს, რომ მან ვერ შეძლო ნავთობის ფასის საუდის არაბეთისთვის ხელსაყრელ დონეზე შენარჩუნება.

Comments
Loading...