Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 75 აშშ დოლარს მიაღწია

5

Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა, ლონდონის ბირჟაზე, ბარელზე 75 აშშ დოლარიან ნიშნულს მიაღწია. ეს პირველი შემთხვევაა 2018 წლის 31 ოქტომბრიდან მოყოლებული, რომ ნავთობის ფასმა აღნიშნულ მაჩვენებელს მიაღწია.

ეს ყველაფერი კი ხდება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც გადაწყვიტა, არ გაახანგრძლივოს ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციების შეჩერების პროცესი მაისში.

Brent-ის მარკის ნავთობის ივნისის ფიუჩერსების ღირებულების ზრდამ 0,42% შეადგინა და ბარელზე 74,90 აშშ დოლარი დაფიქსირდა. ამავდროულად, ნიუ-იორკის ბირჟაზე WTI-ის მარკის ნავთობის ფასი 0,11% გაძვირდა და ბარელზე 65,96 აშშ დოლარი შეადგინა.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნავთობის მარაგი ქვეყანაში, გასულ კვირაში 5,48 მილიონი ბარელით შემცირდა. ექსპერტები საშუალოდ 1 მილიონი ბარელით შემცირებას ელოდნენ.

Comments
Loading...