Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 85 აშშ დოლარს გადააჭარბა

10

ICE-ს ბირჟის მაჩვენებლების მიხედვით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 85 აშშ დოლარი შეადგინა.

ბოლოს, Brent-ის მარკის ნავთობი 85 აშშ დოლარი ბარელზე 2014 წლის 3 ნოემბერს ღირდა. WTI-ის მარკის ნავთობის ფასი ნოემბრის ფიუჩერსებზე კი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბარელზე 75,42 აშშ დოლარი შეადგინა.

ორშაბათს, Brent-ის მარკის დეკემბრის ფიუჩერსებმა ბარელზე 84 აშშ დოლარს მიაღწია. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ნავთობი ძვირდება. ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი კი, ანალიტიკოსების მოსაზრებით, ირანიდან ნავთობის ექსპორტის შემცირებაა, რაც აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ამოქმედების ფონზე მოხდა. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ქუვეითმა, 1990 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ს ნედლი ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა.

Comments
Loading...