Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 58 აშშ დოლარზე დაბლა დაეცა

9

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 58 აშშ დოლარზე დაბლა დაეცა. 16:10 საათის მონაცემების მიხედვით, Brent-ის ოქტომბრის ფიუჩერსებმა 2,48% დაკარგა და ბარელზე 57,32 აშშ დოლარი შეადგინა.

აგრეთვე გაიაფდა WTI-ის მარკის ნავთობის ფასი და ბარელზე 52,33 აშშ დოლარი შეადგინა.

ნავთობის ფასები აგვისტოს დასაწყისიდან მოყოლებული ეცემა. Brent-ის მარკის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსებმა, იანვრიდან მოყოლებული მინიმალურ ნიშნულს მიაღწია. მაშინ ფასების ვარდნის მიზეზი აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო ომი იყო.

ამავდროულად, სავაჭრო ომის ფონზე, ოქროს დეკემბრის ფიუჩერსები სავაჭრო ბირჟაზე მაქსიმალურ მაჩვენებლამდე ავიდა, რაც ბოლო 6 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია და უნციაზე 1503,3 აშშ დოლარი შეადგინა.

Comments
Loading...