Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 57 აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა

18

Brent-ის მარკის აპრილის ფიუჩერსების ფასი, 14 თებერვლიდან მოყოლებული პირველად, 57 აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. შესაბამისს მონაცემებზე ICE-ს სავაჭრო ბირჟა მოწმობს.

24 თებერვალს, 3:52 საათზე, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 56,56 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა ვაჭრობის ფასთან შედარებით თითქმის 3,3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

როგორც Reuters-ი წერს, ნავთობზე ფასი მაშინ დაეცა, როდესაც ინვესტორებმა დაუშვეს, რომ ახალი კორნავირუსის გავრცელების გამო, ნავთობზე მოთხოვნა შემცირდებოდა. თუმცა, როგორც სააგენტო აღნიშნავს, მწარმოებლები არ აპირებენ წარმოების შეზღუდვას.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი კორონავირუსი, 2003 წლიდან მოყოლებული, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, ნავთობის ფასების ყველაზე დიდი შემცირების მიზეზი გახდა. ამ მაჩვენებლით მან გადაუსწრო ფრინველისა და ღორის გრიპს.

Comments
Loading...