Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, 2019 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, 60 აშშ დოლარზე ქვემოთ პირველად დაეცა

7

Brent-ს მარკის ნავთობის ღირებულება, გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული, ბარელზე 60 აშშ დოლარს ქვემოთ პირველად დაეცა.

ლონდონის ბირჟა ICE-ს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, Brent-ის ფიუჩერსების ფასი მარტში ბარელზე 59,32 აშშ დოლარზე ჩამოვიდა.

ბოლოს, Brent-ის მარკის ნავთობის ფასის ღირებულება ბარელზე 60 აშშ დოლარზე ქვემოთ 2019 წლის 1 ნოემბერს იყო, მაშინ მან 59,76 აშშ დოლარიან ნიშნულს მიაღწია. შემდეგ კი ნავთობმა ფასის მომატება დაიწყო, რაც აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის ფარგლებში განვითარებულმა პოზიტიურმა მოვლენებმა გამოიწვია.

5 ნოემბრისთვის, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა თვის განმავლობაში პირველად გადააჭარბა ბარელზე 63 აშშ დოლარს.

მიმდინარე წლის დასაწყისში, ნავთობის ფასმა, ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ, აიწია. 3 იანვარს, Brent-ის მარკის მაქსიმალურმა ფასმა 68,86 აშშ დოლარს მიაღწია.

სამი დრის გასვლის შემდეგ, Brentის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე საერთოდ 70 აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს 2019 წლის მაისიდან მოყოლებული პირველად მოხდა.

Comments
Loading...