Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ერთ დღეში 5%-ით დაეცა

6

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 56 აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. აღნიშნული შედეგი 7 აგვისტოს სავაჭრო ბირჟების დახურვისას დაფიქსირდა.

მინიმალური მაჩვენებლისას ფიუჩერსები 55,88 აშშ დოლარად იყიდებოდა, რაც 5,46%-ით ნაკლებია ბოლო ვაჭრობის დახურვისას დაფიქსირებულ მაჩვენებელზე.

WTI-ის ფიუჩერსები კი ბარელზე 51,24 აშშ დოლარად იყიდებოდა, რაც 4,44%-ით ნაკლებია ბოლო ვაჭრობის დახურვის მონაცემებზე.

საბაზრო კვლევების Tradition Energy-ის უფროსი ვიცეპრეზიდენტის ჯინ მაკგილიანის თქმით, ვაჭრობის მონაწილეები უკმაყოფილო არიან იმის გამო, რომ თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩინეთისა და აშშ-ის სავაჭრო ომს ეკონომიურ ზრდაზე.

აქამდე EIA-მ, დამოუკიდებელმა სააგენტომ, რომელიც აშშ-ის ფედერალურ სტატისტიკურ სისტემაში ერთიანდება, მსოფლიოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოხმარების პროგნოზი 0,1%-ით შეამცირა 2019 და აგრეთვე 2020 წლისთვის, ამასთან, პროგნოზის მიხედვით, ნავთობის მოპოვება აშშ-ში დღეში 1,29 მილიონი ბარელით გაიზრდება.

Comments
Loading...