Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 86 აშშ დოლარს გასცდა

6

Brent-ის მარკის დეკემბრის ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ბირჟაზე ბარელზე 86 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ICE იტყობინება.

ბოლოს აღნიშნულ მაჩვენებელს Brent-ის მარკის ნავთობმა 2014 წლის 3 ნოემბერს გადააჭარბა.

ამის წინა ჯერზე კი, Brent-ის მარკის ნავთობმა 85 აშშ დოლარს ბარელზე 1 ოქტომბერს მიაღწია. კიდევ ორი დღით ადრე კი, აღნიშნულმა მარკის ნავთობმა ბარელზე 83 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Comments
Loading...