BrandZ Top 100 Most Valuable Global Brands-ის 2019 წლის რეიტინგის ლიდერი Amazon-ი გახდა

5

BrandZ Top 100 Most Valuable Global Brands-ის 2019 წლის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი ჯეფ ბეზოსის Amazon-ია. რეიტინგის ელექტრონული ვერსია Kantar Millward Brown-ზეა განთავსებული.

Amazon-ი გასულ წელს, ამავე რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა, ხოლო ლიდერი კომპანია Google იყო. Amazon-ის ღირებულება ერთი წლის განმავლობაში 315 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

წლევანდელი რეიტინგის მეორე ადგილს კომპანია Apple (309,5 მილიარდი აშშ დოლარი) იკავებს, მესამეზე კომპანია Google-ია (309 მილიარდი აშშ დოლარი). მას მოსდევს Microsoft (251,2 მილიარდი აშშ დოლარი), Visa (177,9 მილიარდი აშშ დოლარი), Facebook (158,9 მილიარდი აშშ დოლარი), Alibaba (131,2 მილიარდი აშშ დოლარი), Tercent (130 მილიარდი აშშ დოლარი), McDonald’s (130,3 მილიარდი აშშ დოლარი) და AT&T (108,3 მილიარდი აშშ დოლარი).

ჟურნალი Forbes-ის ვერსიის მიხედვით კი, ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი Apple-ია. მას კი მოსდევს ისეთი ბრენდები, როგორიც არის Google, Microsoft, Amazon და Facebook.

Comments
Loading...