Boeing 737-მა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი თვითმფრინავის სტატუსი დაკარგა

2

Boeing 737-მა დაკარგა მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი თვითმფრინავების რეიტინგის ლიდერის პოზიცია. იგი A320-მა ჩაანაცვლა, რომელსაც კონსორციუმი Airbus აწარმოებს.

მომხდარის გამომწვევი ძირითადად ორი მიზეზია, ეს ის ორი ავიაკატასტროფაა, რომელიც თვითმფრინავებმა Boeing 737 MAX ინდონეზიასა და ეთიოპიაში განიცადეს. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო 55 წლის განმავლობაში Boeing 737 მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი თვითმფრინავი იყო, თუმცა ოქტომბრის ბოლოს, აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით მას Airbus A320-მა გადაუსწრო.

თვითმფრინავ Boeing 737 MAX-ის წარმოება ორი კატასტროფის შემდეგ შეწყდა: ერთი ლაინერმა 2018 წლის ოქტომბერში, ინდონეზიაში განიცადა, რასაც 189 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მეორე იმავე ქლის მარტში მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ეთიოპიაში ჩამოვარდა, რასაც 157 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შემდეგ, ბევრმა ქვეყნამ, მათ შორის აშშ-მა, რუსეთმა და ევროკავშირის წევრმა ბევრმა ქვეყანამ, უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული სერიის თვითმფრინავების ექსპლუატაცია შეწყვიტეს.

Comments
Loading...