Boeing-მა, 737 Max და 737 NG-ის მოდელის თვითმფრინავებში დეფექტიანი დეტალები აღმოაჩინა

9

თვითმფრინავების მშენებელმა კომპანიამ Boeing აღმოაჩინა, რომ თვითმფრინავების 737 NG, 737 Max ზოგიერთი დეტალი შესაძლოა არასწორად ყოფილიყო დამზადებული და ვერ დაეკმაყოფილებინა გამძლეობისა და მუშაობის ვადის შესაბამისი მოთხოვნები. ამის შესახებ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს ვებ-გვერდზე ვრცელდება განცხადება.

კომპანიისა და სამმართველოს ერთობლივი გამოძიებით დადგინდა, რომ სულ 148 დეფექტიანი დეტალის წარმოება მოხდა. ეს შესაძლოა შეხებოდა 737 NG-ის მოდელის 32 და 737 Max-ის მოდელის 33 თვიტმფრინავს და აგრეთვე კიდევ 300 თვითმფრინავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დეფექტიანი დეტალები შესაძლოა ნაადრევად გამოვიდეს წყობიდან და გაიბზაროს არასწორად ჩატარებული პროცესის დროს. აღნიშნული ვერ გახდება თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი, თუმცა სესაძლოა გამოიწვიოს ლაინერის დაზიანება მისი ფრენის დროს.

2018 წლის ოქტომებრში, ინდონეზიაში თვითმფრინავმა Boeing 737 Max განიცადა კატასტროფა. აგრეთვე კატასტროფა განიცადა ამავე ტიპის ტვითმფრინავმა ეთიოპიაში. ჯამში, დაიღუპა 346 ადამიანი.

Comments
Loading...