Boeing-ის საჰაერო უპილოტო ტაქსის სატესტო გაშვებამ წარმატებით ჩაიარა

7

თვითმფრინავების მწარმოებელმა კორპორაციამ Boeing, პირველად გამოსცადა ავტონომიური სამგზავრო თვითმფრინავის (PAV) პროტოტიპი, რომელიც ქალაქის ფარგლებში გადაადგილებისთვის იქნება განკუთვნილი. ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას კორპორაცია ავრცელებს.

სატესტო გაშვებამ, რომელიც ვირჯინიის შტატში განხორციელდა, წარმატებით ჩაიარა.

საფრენმა აპარატმა საკონტროლო აფრენა, ჰაერში დაკიდება და დაჯდომა წარმატებით განახორციელა. გავრცელებულ ინფორმაციაში დაზუსტებულია, რომ აპარატი ელექტროობაზე მუშაობს და დაახლოებით 80 კილომეტრის სრულ ავტონომიურ ფრენაზეა გათვლილი.

PAV-ის პროტოტიპზე კორპორაცია Boeing-ის განყოფილება Boeing — NeXt მუშაობს, აგრეთვე შვილობილი კომპანია Aurora Flight Sciences, რომელიც ამას გარდა ჩართულია Uber-ის პროექტში, რომლის მიზანიც მფრინავი ტაქსის შემუშავებაა.

Comments
Loading...