- Advertisement -

BMW-მ რუსეთში 450-ზე მეტი ავტომობილი უკან გაიხმო

14

რუსეთში არსებულმა BMW-მ MINI Countryman-ის მოდელი 467 ავტომობილი უკან გაიხმო.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკან გახმობის მიზეზი მაღალი წნევის ტუმბოს გარსაცავის არარსებობა გახდა. გახმობა შეეხება MINI Countryman-ის მოდელებს, რომლებიც რუსეთში 2017 წლიდან დღემდე იყიდებოდა. ავტომობილებს უფასოდ დაუმონტაჟებენ მაღალი წნევის ტუმბოს გარსაცავს.

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ იაპონური ავტოკონცერნი Toyota, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკან მილიონზე მეტ Prius და C-HR-ის მოდელებს გაიხმობს. ამის მიზეზად კი გაყვანილობაში გაპარული დეფექტი სახელდება, რის გამოც იაპონიაში, აღნიშნული სერიის ერთი ავტომობილი უკვე დაიწვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

Comments
Loading...