BMW და Jaguar Land Rover-ი ელექტრომობილებს ერთობლივად შეიმუშავებენ

11

გერმანული BMW და ბრიტანული Jaguar Land Rover (JLR, რომელიც ინდურ Tata Motors-ს ეკუთვნის) ერთობლივად შეიმუშავებენ ელექტროძრავებს, ტრანსმისიებსა და ელექტრონიკას. შეიქმნება კიდევ ერთი ალიანსი, რომელიც შეამცირებს ელექტრომობილების შემუშავებისთვის საჭირო ხარჯებს.

კოოპერაცია კომპანიებს შორის უზრუნველყოფს ავტომობილების ინდუსტრიის განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიების განვითარებას.

2025 წლისთვის კომპანია BMW აპირებს გამოუშვას 12 სრულად ელექტრონული მოდელი. ამ ეტაპზე BMW-ის მარკის ერთადერთი მოდელი აქვს, რომლის კვების წყაროც i3-ია. JLR-საც ერთადერთი ელექტრონული მოდელი – კროსოვერი Jaguar I-Pace აქვს

BMW-სა და JLR-ის ერთობლივი ექსპერტების ჯგუფი მიუნხენში იმუშავებს, მას BMW eDrive-ს მეხუთე თაობის ტექნოლოგიის განვითარება დაევალება, რომლის დებიუტიც მიმდინარე წელს იგეგმება. აღნიშნული მოდელის წარმოება ჩინეთში მოხდება და იქიდან მისი აშშ-ში და ევროპაში ექსპორტი განხორციელდება.

BMW-მ 1994 წელს შეისყიდა ბრიტანული Rover Group, რომელიც მოიცავდა ბრენდებს Jaguar-სა და Land Rover-ს. 2000 წლის მარტში, კომპანიამ Jaguar Land Rover-ი Ford-ს 2,7 მილიარდ აშშ დოლარად მიყიდა. 2008 წელს კი, ინდურმა Tata Group-მა, Jaguar და Land Rover, კომპანია Ford-ისგან 2,3 მილიარდ აშშ დოლარად გამოისყიდა.

Comments
Loading...