Bloomberg: XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯონ როკფელერი, ბეზოსზე 3-ჯერ მდიდარია

9

XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯონ როკფელერი სამჯერ მდიდარი იყო კომპანია Amazon-ის დამაარსებელ ჯეფ ბეზოსზე, რომლის ქონებაც 117 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

მასალის ავტორებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფულის ღირებულებების შედარება ისტორიის სხვადასხვა პერიოდების განმავლობაში. ამ გათვლების მიხედვით, როკფელერი 1937 წელს 1,5 მილიარდ აშშ დოლარს ფლობდა. დღევანდელი ინფლაციის გათვალისწინებით, ეს 26 მილიარდი აშშ დოლარის ტოლფასია.

თუმცა, როკფელერის ქონება რომ აშშ-ის მშპ-სგან დამოუკიდებლად ვიანგარიშოთ და ეს ციფრი, თანამედროვე პირობების გათვალისწინებით იანგარიშოთ, მაშინ გამოდის, რომ იგი ჯეფ ბეზოსზე სამჯერ მდიდარი იყო. შემუშავებული მეთოდიკის მიხედვით, გასული საუკუნის მაგნატი ენდრიუ კარნეგი ბილ გეიტსზე მდიდარი იყო (321 მილიარდი აშშ დოლარი 213 მილიარდი აშშ დოლარის წინააღმდეგ), სარკინიგზო მაგნატი კორნელიუს ვანდერბილტი კი, იმაზე მეტი ქონების მფლობელი იყო, ვიდრე Berkshire Hathaway-ის დამაარსებელი უორენ ბაფეტი (238 მილიარდი აშშ დოლარი 93 მილიარდი აშშ დოლარის წინააღმდეგ).

კვლევის ავტორები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ XI საუკუნეში მცხოვრები ბრიტანეთის მეფის ძმა ფლობდა მიწებს, რომლებიც ახლა 203 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

Comments
Loading...