Bloomberg: Oracle-ის დამაარსებელი ლარი ელისონი Tesla-ს აქციების უდიდესი წილის მფლობელია

20

ამერიკული კორპორაცია Oracle-ის დამაარსებელმა ლარი ელისონმა სააშკარაოზე გამოიტანა კომპანია Tesla-ში ჩადებული თანხები და განაცხადა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის 3 მილიონ აქციას ფლობს. ამის შესახებ Bloomberg წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს აქციები 1 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

ამგვარად, ელისონს კომპანიის უმსხვილეს ინვესტორებს შორის მეორე ადგილი უჭირავს და იგი აქციების 1,75%-ს ფლობს. კიდევ კორპორაციის აქციების დიდ წილს ფლობს მხოლოდ მისი გენერალური დირექტორი ილონ მასკი, მის მფლობელობაში აქციების დაახლოებიტ 20%-ია.

ლარი ელისონი Tesla-ს აქციების პირდაპირი მფლობელი არ არის, იგი მათ Lawrence J. Ellison Revocable Trust-ის მეშვეობით ფლობს.

2018 წლის მიწურულს, ელისონი კომპანია Tesla-ს დამოუკიდებელ დირექტორად დანუშნეს. ასეთივე პოსტი უჭირავს ფარმაკოლოგიური კომპანია Walgreens Boots Alliance-ის ვიცეპრეზიდენტს კეიტლინ უილსონ ტომსონს.

Comments
Loading...