Bloomberg: Nissan-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ქონება 120 მლნ აშშ დოლარია

10

კომპანია Nissan-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის კარლოს გონის ქონება 120 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მისი ქონება Bloomberg-ის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად შეფასდა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, გონს წილები აქვს კომპანიებში Nissan, Renault და Mitsubishi, რომლებიც 34,4 მილიონ აშშ დოლარად, 25,9 მილიონ აშშ დოლარად და 0,1 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. დანარჩენი ფულადი აქტივები კი, რაც მას გააჩნია, 59,7 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.

Bloomberg-ის ცნობით, გონის ქონება შესაძლოა უფრო მეტიც იყოს, ათეულობით მილიონი აშშ დოლარით მეტი. ამასთან დაკავშირებით გამოცემასთან გონის ადვიკატები კომენტარს არ აკეთებენ.

გონი და Nissan-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი გრეგ კელი 2018 წლის 19 ნოემბერს, ტოკიოში დააკავეს. გონს 5 წლის განმავლობაში 44 მილიონი აშშ დოლარის დაფარვაში დასდეს ბრალი, ხოლო მეორეს – მის დახმარებაში.

25 დეკემბერს, სასამართლომ კელი გირაოთი გაათავისუფლა, ხოლო გონს ახალი ბრალდებების გამო პატიმრობა გაუგრძელდა. 8 იანვარს იგი პირველად გამოვიდა სასამართლოზე სიტყვაზე და დანაშაულის აღიარებაზე უარი განაცხადა.

Comments
Loading...