Bloomberg: Apple-მა 5G-ის მხარდაჭერის iPhone-ების წარმოების შეჩერება მინიმუმ 2020 წლამდე გადაწყვიტა

8

ამერიკულმა კომპანიამ Apple, 5G ქსელზე მომუშავე iPhone-ების წარმოების შეჩერება მინიმუმ 2020 წლამდე გადაწყვიტა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

ამერიკული მობილური ოპერატორები AT&T და Verizon, 5G-ს დაყენებას ზოგიერთ ქალაქში უკვე მიმდინარე წელს დაიწყებენ, ხოლო ჩინეთი ამას 2020 წლისთვის აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 5G გაცლებით სწრაფი იქნება და ინფორმაციის გადაცემას ძალიან სწრაფად მოახერხებს.

Apple-ის მთავარი კონკურენტი სამხრეთ კორეული Samsung-ია, რომელიც Galaxy-ს ჭკვიანი ტელეფონების ხაზში 5G-ის მხარდაჭერის მობილური ტელეფონების გამოშვებას უკვე 2019 წლისთვის გეგმავს. მომავალი წლისთვის 5G-ის მხარდაჭერის ჭკვიანი ტელეფონების გამოშვება დააანონსა ჩინურმა Huawei-მაც.

როგორც Bloomberg წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკულმა კომპანიამ შესაძლოა Qualcomm-ის ჩიპების მწარმოებელთან კონფლიქტის გამო მიიღო. ეს კომპანიაა ლიდერია 5G-ის მხარდაჭერის მქონე ჩიპების ბაზარზე. Intel კი, რომელთანაც iPhone თანამშრომლობს, 2019 წლისთვის ვერ მოასწრებს ისეთი ჩიპების გამოშვებას, რომლითაც Apple საკუთარი ჭკვიანი ტელეფონების აღჭურვას შეძლებდა.

Comments
Loading...