Bloomberg: Amazon-ი სუპერმარკეტების ახალი ქსელის გახსნას გეგმავს

6

ამერიკული ინტერნეტ-რიტეილერი Amazon-ი, სუპერმარკეტების ახალი ქსელის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი, კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიებზე დაყრდნობით წერს.

„შემოგვიერთდით Amazon-ის პროდუქციის პირველი მაღაზიის გახსნის პროცესში“, – ნათქვამია ვაკანსიის აღწერაში.

Amazon-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კომპანია ახალ თანამშრომლებს ეძებს და რომ მაღაზია 2020 წელს უნდა გაიხსნას. მისი თქმი, ეს ბრენდი ქსელ Whole Foods Market-სგან (რომელიც აგრეთვე Amazon-ის საკუთრებაა) დამოუკიდებლად გააგრძელებს არსებობას.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიათა ახალ ქსელში, Amazon Go-სგან განსხვავებით, სადაც არ დგას სალარო აპარატები, ჩვეულებრივი სალარო აპარატები იქნება.

Amazon-მა Whole Foods 2017 წელს, 13,7 მილიარდ აშშ დოლარად შეისყიდა, თუმცა ამერიკის ბაზარზე დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. Amazon-ს კი სურს, რომ კლიენტებს კომპანიისგან ყველაფერი ჰქონდეთ – მაგალითად კომპანია Walmart-ი ყიდის ისეთი ბრენდების პროდუქციას (Pepsi და Cheetos), რომლებიც Whole Foods-ის მაღაზიების ქსელში არ არის.

Comments
Loading...