Bloomberg: ჩინური ობლიგაციების ბაზარი, წელს შესაძლოა თავის ისტორიაში უმსხვილესი დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს

8

ჩინური ობლიგაციების ბაზარი 2019 წელს შესაძლოა თავისი ისტორიის მანძილზე უმსხვილესი დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს, რომლის მოცულობაც 13 ტრილიონი აშშ დოლარი იქნება. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

სააგენტოს მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, ჩინურმა კომპანიებმა უკვე განაცხადეს, რომ შიდა ობლიგაციების დეფოლტმა 5,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3,4-ჯერ აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. გარდა ამისა, ამ პროცესის განვითარების პროცესი ამ ეტაპზე სამჯერ ჩქარია, ვიდრე იგი 2016 წელს იყო, როდესაც დეფოლტის რისკები წლის პირველ ნახევარზე იყო კონცენტრირებული. Bloomberg-ი წერს, რომ ტენდენცია ცხადია – თუკი არაფერი შეიცვლება, 2019 წელს ჩინური ობლიგაციების ბაზარი დეფოლტის ახალი მაქსიმალური მაჩვენებლის დემონსტრირებას მოახდენს.

ამის მიზეზად, სააგენტო კომპანიის ფინანსირების შემცირებას ასახელებს. Bloomberg-ის აღნიშნავს, რომ ჩინეთი განაგრძობს ბანკებზე ზეწოლას, რათა კრედიტები უზრუნველყოს კერძო ბიზნესისთვის. სტატიაში აღნიშნულია, რომ დეფოლტის ნიშნები 2017 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

კერძო კომპანიებს შორის, რომლებმაც მიმდინარე წელს დეფოლტის შესახებ განაცხადეს, არის ისეთი ფორმები, როგორიცაა Neoglory Holding Group, Shandong SNTON Group, China Minsheng Investment Group Corp., Citic Guoan Group Co. და Goocoo Investment Co.

Comments
Loading...