Bloomberg: ტრამპს, ჩინეთთან უახლოეს მომავალში სავაჭრო შეთანხმების გაფორმება სურს

6

Bloomberg-ის ცნობით, დონალდ ტრამპს უახლოეს მომავალში ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმება სურს, რათა გამოაცოცხლოს ფინანსური ბაზრები. ამის შესახებ გამოცემა თეტრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ტრამპმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 1 დეკემბერს ხელი მოაწერეს 90-დღიან სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის დროსაც აშშ ჩინურ იმპორტზე დაწესებულ საბაჯო გადასახადს 10-დან 25%-მდე არ გაზრდის, როგორც ეს დაგეგმილი იყო. ამასთან ინდექსი S&P 500 ამ დროისთვის დაახლოებიტ 8%-ით არის დაცემული.

გამოცემა წერს, რომ ტრამპის მისწრაფება, მიაღწიოს ჩინეთთან შეთანხმებას, გამოწვეულია იმით, რომ მას ქვეყნების ბაზრების შერწყმა სურს. აქამდე ტრამპმა განაცხადა კიდეც, რომ სურს ჩინეთთან ისეთი შეთანხმება გაფორმდეს, რომელიც ორივე მხარეს სარგებელს მოუტანს.

სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ორი ქვეყნის ვაჭრობის მინისტრების მოადგილეებს შორის ჩინეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მოლაპარაკებები 7-8 ინავრისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა მისი გაგრძელება კიდევ ერთი დღით გადაწყდა. ამასთან, ტრამპმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ ჩინეთთან მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის.

Comments
Loading...