Bloomberg: რუსეთმა 26,1 ტონა ოქრო ამერიკული სანქციებისგან თავის დასაცავად იყიდა

184

ივლისში, რუსეთმა, ოქროს მაქსიმალური რაოდენობა შეისყიდა და გაჩერებას არ აპირებს. როგორც  Bloomberg იუწყება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, ამ თვეში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 26,1 ტონა ძვირფასი მეტალი იყიდა. ჯამში ოქროს მოცულობა ბანკში 2170 ტონას შეადგენს.

გამომცემლობა აღნიშნავს, რომ აპრილსა და მაისში რუსეთმა დაიწყო ოქროს შესყიდვა. გამომცემლობის ვარაუდით, ცენტრალური ბანკი ცდილობს, "მოიშოროს" ამერიკული აქტივები, რათა ამერიკული სანქციებისგან თავი დაიცვას.

"ოქრო 100%-იანი გარანტიაა იურიდიული და პოლიტიკური რისკების წინააღმდეგ", – აცხადებს ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი, დიმიტრი ტულინი.

მაისში, რუსეთი მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა გახდა ოქროს რაოდენობის შენახვის კუთხით.

Comments
Loading...