Bloomberg-მა ჯეფ ბეზოსი თანამედროვე ისტორიის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა

103

კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელის, ჯეფ ბეზოსის ქონებამ 150 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. დოლარის კურსის ცვლილებას თუ გავითვალისწინებთ, ეს მას 1982 წლიდან მოყოლებული, უმდიდრეს ადამიანად აქცევს. აღნიშნულ წელს Forbes-ის მიერ პირველად გამოქვეყნდა მილიარდერების რეიტინგი.

Bloomberg-ის შეფასებით, ერთი წლის განმავლობაში, 54 წლის ჯეფ ბეზოსის ქონება 142 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. ამ ეტაპზე ჯეფ ბეზოსი ფლობს ქონებას, რომლის ღირებულებაც 55 მილიარდი დოლარით აღემატება რეიტინგის მეორე ადგილზე მყოფ Microsoft-ის დამაარსებლის ბილ გეიტსის ქონებას.

Bloоmberg-ის ამ შეფასებას აგრეთვე ადასტურებს Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგი, რომელიც მუდმივად ნახლდება. Forbes The World's Billionaires-ის რეიტინგში ბეზოსის ქონება 149,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Comments
Loading...